რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ხშირად ?

მსგავსი სიახლეები

მოგზაურობა ბევრ ადამიანს უყვარს. მათთვის ეს წარმოადგენს ერთგვარი განტვირთვის საშუალებას, ყოველდღიური დამღლელი და ერთგვაროვანი ცხოვრებისგან. ზოგი ადამიანისთვის მოგზაურობა თავგადასავლებისა და მეგობრების შეძენის საუკეთესო გზაა, ზოგისთვის კი თავისფუალი გართობის.
საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით მოგზაურობა პირიქით, დამღლელი პროცესია. მიაჩნიათ რომ ფუფუნებასთანაა დაკავშირებული და ზედმეტ ხარჯებს მოითხოვს. საბედნიეროდ ეს კატეგორია უმცირესობაშია.

ჩამოვთვალოთ ის მიზეზები, თუ რატომ არის მოგზაურობა დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება:

1. შეიძენთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას
მოგზაურობაში ყოფნის დროს ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული და გადაწყვეტილებების მიღება მარტოს გვიწევს. ვეცნობით უცხო კულტურას და ვცდილობთ ადავპტირდეთ გარემოსთან. ვსწავლობთ დროის სწორად განაწილებას, როცა გვინდა მოვასწროთ ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება.

2. ჯანმრთელობის წამალი
მოგზაურობის დროს ვხარჯავთ ენერგიას, ვიცვლით ჰაერს და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ დროს მეხსიერებას ვავარჯიშებთ. ჩვენთვის უცნობ გარემოში ყოფნისას თვალი და ტვინი შედარებით სწრაფად მუშაობს და რეაგირებს ყველაფერ ახალზე. გარდა ამისა უცხო ადგილების თვალიერება, ამშვიდებს ნერვებს.

3. ვუმეგობრდებით ახალ ადამიანებს
მოგზაურობის დროს ახალი ადამიანები შესაძლოა ნებისმიერ ადგილას გავიცნოთ, ტრანსპორტიდან დაწყებული მუზეიმით, ან მაღაზიით დამთავრებული. ახალი ადამიანები კი ქმნიან ახალ თავგადასავლებს ჩვენს ცხოვრებაში.

4. უფრო სიღრმისეულად ვეცნობით საკუთარ თავს
მოგზაურობის დროს შესაძლოა საკუთარ თავში ბევრი რამ აღმოვაჩინოთ. მაგალითად როგორ გამოგვიდს უცხო ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობა და გადაადგილება.

5. ვიღებთ განათლებას
ჩვენთვის უცხო მხარეში ვათვალიერებთ კულტურულ ძეგლებსა და გამორჩეულ ადგილებს. ყველა გეტყვით რომ ზეპირ ცოდნას, საკუთარი თვალით ნანახი სჯობს. მაგალითად ეიფელის კოშკი ავიღოთ, რომლის მასშტაბებს სურათზე უკეთ, ადგილზე დავინახავთ.

6. იქმნით მოგონებებს
მოგზაურობა მოგონებებისა და თავგადასავლების შექმნის საუკეთესო გზაა. ამის დასტურად არსებობს ცნობილი გამოთქმაც “შეაგროვეთ მომენტები და არა საგნები”

7. აკეთებ შედარებას
მოგზაურობისა და უცხო მხარეში ყოფნისას გვაქვს საშუალება შევადაროთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი ახალ გარემოს.

მსგავსი სიახლეები ამ თემაზე

კომენტარები

პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი

ავიაბილეთები

საინტერესო სიახლეები

პეგასუსი ავიაკომპანია – Pegasus Airlines

პეგასუსი თურქული ავიაკომპანიაა, რომელიც 20 წელია ფრენებს ანხორციელებს. მთავარი ოფისი სტამბულშია განთავსებული. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მგზავრებისთვის დაბალი ფასების შეთავაზება და ხარისხის მაჩვენებლის მუდმივი ზრდაა....

მესტიის აეროპორტის შესახებ

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, საქართველოში მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღსანიშნავია რომ ზღვის დონიდან 1400 მ. სიმაღლეზეა. აეროპორტის მშენებლობაზე 300 მდე ადამიანი იყო დასაქმებული და რამდენიმე...

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ხშირად ?

მოგზაურობა ბევრ ადამიანს უყვარს. მათთვის ეს წარმოადგენს ერთგვარი განტვირთვის საშუალებას, ყოველდღიური დამღლელი და ერთგვაროვანი ცხოვრებისგან. ზოგი ადამიანისთვის მოგზაურობა თავგადასავლებისა და მეგობრების შეძენის საუკეთესო გზაა,...