რატომ დაფრინავენ ავიაკომპანიები იაფად ?

მსგავსი სიახლეები

ავიაკომპანიები მგზავრებს ხშირად დაბალ ფასებს სთავაზობენ, რის საფუძველზეც წარმოიქმნა სტერეოტიპები, რომ ხარისხის ნაკლებობასთან გვაქვს ადგილი.
რიანაირ საქართველო – ევროპის ქვეყნების მასშტაბით სამი ავიაკომპანიის გამორჩევა შეიძლება – Wizz Air, Ryanair და Easyjet. ერთ-ერთი პიონერი სწორედ Ryanair იყო, რომელმაც დრო და შესაძლებლობები გამოიყენა და რეისები საგრძნობლად გააიაფა. ამის შემდეგ კონკურენციას უწევდა უკვე ისეთ ავიაკომპანიებს როგორიც British Airways, Lufthansa და KML არიან.

იაფი ავიაბილეთი არ ნიშნავს რომ თვითმფრინავით მგზავრობა საშიშია. ცნობილია რომ ახალი თვითმფრინავები შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. სწორედ ამის საფუძველზეც Ryanair – მა 2009 წელს 150 ბოინგ – 737 შეიძინა. ტექნიკურ სამსახურს შესწავლა მხოლოდ ერთი ტიპის ხომალდთან უწევთ, რაც ასევე ზოგავს ბიუჯეტს.

ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს არ აქვთ ბიზნესკლასი, რაც შედარებით მეტი მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს რომ მაქსიმალური კომფორტითაც ვერ დაიკვეხნიან.
ავიაკომპანიის გუნდის წევრები ახალგაზრდები არიან და მათ ხშირად რამდენიმე სხვადასხვა საქმის გაკეთება უწევთ. სტიუარდესები ვაჭრობას და დასუფთავებასაც უზრუნველყოფენ.

დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ხშირად მცირე მოცულობის აეროპორტებს ირჩევენ, როგორც ჩვენ შემთხვევაში Wizz air – მა გააკეთა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები რეისებს მაქსიმალური სიხშირით ასრულებენ. მგზავრებს საშუალება აქვთ მათთვის ხელსაყრელი დრო აირჩიონ.

სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს მეტი მოგება რჩებათ, ვიდრე ტრადიციულებს.

ტურისტების დიდი ნაწილი ირჩევს იაფად იმგზავროს, გარკვეულ კომფორტზე უარის თქმით.

მსგავსი სიახლეები ამ თემაზე

კომენტარები

პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი

ავიაბილეთები

საინტერესო სიახლეები

პეგასუსი ავიაკომპანია – Pegasus Airlines

პეგასუსი თურქული ავიაკომპანიაა, რომელიც 20 წელია ფრენებს ანხორციელებს. მთავარი ოფისი სტამბულშია განთავსებული. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მგზავრებისთვის დაბალი ფასების შეთავაზება და ხარისხის მაჩვენებლის მუდმივი ზრდაა....

Airzena – აირზენა – Georgian Airways

Airzena 1993 წლის სექტემბერში დაარსდა. მისი გენერალური დირექტორი – გივი დავითაშვილია. თავდაპირველად, კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროების, იტალიის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის და სირიის ჩარტერულ რეისებზე...

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით

ვარშავაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ მოხვედრა, ავიარეისები სრულდება ასევე ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. ვარშავა პოლონეთის დედაქალაქი და მთავარი ურბანული ცენტრია. ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც დღეს...